“ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ნებისმიერი მუქარა არის მიუღებელი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მაგრამ ვიდრე ადამიანს დამნაშავედ გამოვაცხადებთ, კონკრეტული ფაქტი შესწავლილი უნდა იყოს” -ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც,„ქართული ოცნების“ პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს“აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცული უნდა იყოს.