06:45
3 მარტი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს, მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება - რომან გოცირიძე
17-02-2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ნიკა მელიას საქმის შესახებ ისაუბრა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატებმა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებით სულიერი ერთობა გააფორმეს.

რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, გოცირიძე ამბობს, რომ თავის შეკავება იგივე მხარდაჭერაა. ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში დაიწყება ისეთი პროცესები, რომელიც „სახელმწიფოს უღრმეს კრიზისში ჩააგდებს“.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
!!!!!!!!!!!
19-02-2021
ხოოო..შენი ოფისი კი უძკებს, მაგრამ თქვენი უგუკავას მიერ გაცემუკი ნებართვებით აშენებუკი კორპუსები 3 ბალსაც რომ ვერ გაუძლებს, იმაზე რას იტყვი.
სხვა სიახლეები