8 მაისის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს "მერსედეს ბენც ფეშენ ვიკ თბილისსს" უმასპინძლებს. მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები და გამოფენები. "მერსედეს ბენც ფეშენ ვიკის"პარალელურად ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურსი "ბენეტიქსიც" გაიმართება. წინასწარ შერჩეული 15 დიზაინერიდან საუკეთესოებს 8 მაისს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს და მილანის მოდის აკადემიაში 1 წლიანი სწავლა დაუფინანსდებათ.