ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნებს ფორუმი გაიმართა, ღონისძიება, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელი და საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმარა და აღნიშნა, რომ, საქართველოს ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული.