"შუახევჰესის" მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "შუახევიჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. "შუახევიჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში.მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში თანამედროვე სტანდარტის ახალი საწარმო გახსნა. სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.