ფასების შეკავების მექანიზმი არა 7, არამედ 9 პროდუქტზე იმოქმედებს და ამას სახელმიწფო ბიზნეს სექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია თუ რა ვითარებაა სააკვებ მარაგებთან მიმართებით.
ამასთან, როგორც ჩიქოვანი ამბობს, პროდუქტების რიცხვი, რომლებზეც ფასები არ უნდა გაიზარდოს 7-ის ნაცვლად 9 იქნება და ეს მექანიზმები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით პრაქტიკულად შეათანხმა