"ჩვენ ვიომეთ, ვიბრძოლეთ, ბოლოს ქუჩაში აღმოვჩნდით და მადლობაც არავინ გვითხრა" - ამის შესახებ ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს მადლობაც კი არ გადაუხადა.როგორც ხუზმიაშვილმა აღნიშნა, თანამშრომლებს სარჩელი აქვთ შეტანილი და მათ ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მისივე თქმით, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ჟურნალისტებს ვახო ხუზმიაშვილი აქეზებს.