აშკარად შევატყვე ბოლო ტენდენციას, რომ ჩვენ ვართ სირაქლემას პოზაში, ჩვენ მათ „დავუწექით“, ყოველდღე ისინი მოიწევენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ათეულობით მეტრით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რუს ოკუპანტებთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით განაცხადა.„იმ სიტუაციაში, როცა ჩვენი საჰაერო სივრცე გახსნილი გვქონდა სამი წლის განმავლობაში მათი თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სირიაში ეზიდებოდნენ მკვლელებს, დაქირავებულებს, ასეთებს და ისეთებს, ვიყავით უთავმოყვარეო სახელმწიფოს როლში მათთან მიმართებაში. რა მივიღეთ აქედან? აბაშიძემ რამე ჩამოიტანა კარასინთან მოლაპარაკების შედეგად? 2008 წლის ომის დროს, ჯაშუშობის გამო დაკავებული ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის ღირსეულად მუშაობდა, ჯერ ისევ საპატიმროში იხდიან სასჯელს რუსეთში და არ გამოუშვიათ მაშინ, როცა ჩვენ ყველა გავუშვით, აბსოლუტურად, ყველა. რის სანაცვლოდ? ყოველდღე რუსები მოიწევენ და ნახეთ, ბოლო პერიოდში ხურვალეთში რაც ხდება“, - განაცხადა ოქრუაშვილიმა.