საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. როგორც მთავრობის მეთაურმა აბაშაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის დაწყებისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში.ამასთან ბახტაძებ აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება ე.წ ბორდერიზაციის პროცესი და ამ პრობლემის გადასაჭრელად ისინი ყველაფერს აკეთებენ.