პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განათლების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და მიიღო ინფორმაცია, რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო 2019-2020 სასწავლო წელს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი.გიორგი გახარია სამინისტროების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს, რათა უწყებებში არსებული დინამიკის შესახებ კონკრეტული ცნობები მიიღოს.