უკრაინის პრეზიდენტი საჭირო იარაღის დეფიციტზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინას შესაბამისი საბრძოლო იარაღი ექნებოდა, ქვეყანა ოკუპანტებს უფრო ნაკლებ დროში დაამარცხებდა. მეტიც, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას არც ამ რაოდენობის მსხვერპლი ეყოლებოდა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად, დამპყრობელთა არმიის პრაქტიკულად მთელი საბრძოლო მზადყოფნა უკრაინის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.