ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ განხილვში, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, რადგან მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საგანი, - ამის სესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების ყველა ფენა და ინსტიტუტი უნდა თანხმდებოდეს.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული არიან პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.