მოსწავლეების ნაწილისთვის, სკოლებში, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. როგორც განათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირბადის ტარება სავალდებულო ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ იქნება.
ჩხენკელის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც ქვეყანას უკვე აქვს. მინისტრმა აღნიშნა, რომ პირბადე მოსაწავლეებს მშობლებმა უნდა გამოატანონ.
შეგახსენებთ, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 თებერვლიდან აღდგება.