პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ხელთ არსებული ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გამოეცალა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა არა იმის გამო, რომ ხელისუფლება დათმობაზე მიდიოდა, არამედ იმისთვის, რომ რეალურად გაუმჯობესდეს გარკვეული საკითხები, თუნდაც არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.ამასთანავე, კახა კუჭავამ ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნაზე აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ხელისუფლების მხრიდან არ განიხილებოდა, რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, საქართველოში ისინი არ არსებობენ და ეს ფიზიკურად არ შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი.