ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის ტურისტს, მათ შორის რუს ტურისტებს, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი, ქობულეთში, მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელების აქციის მონაწილეებს შეხვდა. ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს ზარალი შეურბილდეს და სამოქმედო გეგმა ზუსტად პასუხობდეს მათ მოთხოვნებს.