საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპონენტებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან რამდენიმე ძირითადი საკითხით დაჯდება. როგორც სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ყველა ამომრჩეველს, გამოიყენოს სამართლებრივი შესაძლებლობები იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები იყოს ეჭვგარეშე საზოგადოებისთვის, უნდა შევიდეს პარლამენტში და გაუფრთხილდეს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას.