ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეების ჩვენებებისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სწორედ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს. პროკურორის მტკიცებით, ბრალდებას უტყუარი მტკიცებულებები აქვს წარდგენილი.