საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გალის რაიონში 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ადამიანი სავარაუდოდ გაიტაცეს და ის საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა, როდესაც დაკავებული იყო. ელჩის შეფასებისთ, ეს აღმაშფოთებელია. როს უილსონის განცხადებით, ამგვარი ინციდენტები უნდა შეწყდეს.