ჩვენ გავაინტერესებს საბოლოო შედეგი და უმწიკვლო რეპუტაციის სასამართლოს წევრები - აცხადებს დავით უსუფაშვილი. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პალიტრანიუსის თოქ შოუ 360 გრადუსში უმრავლესობის ორდღიან შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი შეფასებით, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებული პროცესი პილიტიკურ და შიდა დაპირისპირებებში გადაიზარდა, რაც ყველაზე მეტად მავნებელი ისევ სასამართლოსთვისაა. „ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ დებატებში სრულფასოვნად ჩართულ მოსამართლეებს, რომელთაც ვერაფრით განასხვავებ ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო პარლამენტარისგან. ამით ვიღებთ სასამართლოს უნდობლობისადმი მორიგ პორციას“ - მიიჩნევს დავით უსუფაშვილი.