საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გუშინ რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ აქციას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან განვიტარებულ პროცესებს ეხმაურება. როგორც გიორგი გახარია აცხადებს ცესკოსთან დაფიქსირდა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.
გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება.