საქართველოს პრემიერ-მინისტრი გალში, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძემ, „ფეისბუქზე“, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად დაადგენს ყველა დეტალს და გარემოებას თუ როგორ გარდაიცვალა კვარაცხელია. მისი თქმით, პროცესში ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა. ირაკლი კვარაცხელიას ახლობლების მტკიცებით, მათ არ სჯერათ გავრცელებული ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა.