ჩვენ ასე გვინდა, ნიკა გვარამია დარჩეს თანამდებობაზე, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" ერთ-ერთმა წამყვანმა მარინა ბერიძემ განაცხადა. "მე მოვედი სამსახურში, რომ გავარკვიო რა ხდება, იმიტომ რომ ტელეფონით წარმოუდგენელია გარკვევა", - განაცხადა მარინა ბერიძემ. "რუსთავი 2"-ში მივიდნენ ძმები ყარამანაშვილებიც. არსებული ინფორმაციით ტელევიზიის გენერალურ დირექტორად გია ყარამანაშვილი დაინიშნება.