საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევები. ღრუბელზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია Moraxella osloensis, რომელიც დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებში სერიოზულ ინფექციებს იწვევს. ღრუბელზე ამ ბაქტერიების ჩასახლება შეიძლება გამოვიცნოთ არასასიამოვნო სუნის საშუალებით.მეცნიერებმა, სამზარეულოს 14 გამოყენებულ ღრუბელზე ჩაატარეს ბაქტერიების დნმ ანალიზი. ღრუბლის თერმული დამუშავება-გამოხარშვა ან მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება მდგომარებას ვერ შველოდა. ამასთან, რაც უფრ ხშირად ცდილობს ადამიანი ღრუბლის დეზინფიცირებას, მით მეტი ბაქტერია რჩება მასზე.ექსპერტები ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის კვირაში ერთხელ შეცვლას გვირჩევენ.