თბილისს კიდევ ერთი ახალ საბავშვო ბაღი შეემატა. ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე, ახალი ბაგა-ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. შვიდ ჯგუფიანი ბაღი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს და 40-მდე ადამიანს დაასაქმებს. მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.