ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ერთ-ერთ შენობაში უკანონოდ შეჭრილ პირებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფართების დაცლა. ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოიძიეს ფართები, სადაც ჩუბინაშვილის 52/ კონსტიტუციის ქუჩა 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში შეჭრილ პირებსა და ოჯახებს ქირით გადაიყვანენ.
როგორც ჩიკვილაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა კანონდარღვევასთან, გამგეობის პრიორიტეტია, ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს.მისივე თქმით, კომპანია, რომლის საკუთრებაშიც არის არსებული შენობა-ნაგებობა, გამოთქვამს სურვილს ფინანსური დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, რომელთაც ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ.