12:11
16 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
"ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ" - დიმიტრი ხუნდაძე
04-02-2019

„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე თანაგუნდელ ეკა ბესელიას თანადგომას უცხადებს. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ჭეშმარიტების დადგენა სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივაა.

„თანადგომა მინდა გამოვუცხადო ეკა ბესელიას. ის არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული წევრი, რომელსაც პოლიტიკური წარსულის დიდი დამსახურება აქვს. იყო პერიოდი, როდესაც თუნდაც ჩვენი გუნდის წევრები არ ჩანდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ეკა ყოველთვის იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. ასე რომ, არათუ ვუსმენ, არამედ თანადგომას ვუცხადებ. როგორც ვიცი ეკა ბესელიას შს მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია აქვს და რა თქმა უნდა, გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის. ცხადია, ყველა ვერსია დამუშავდება, თუმცა ეს არის სამართალდამცველი ორგანოების საკითხი. რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს დამკვეთი, ვისთვისაც მახასიათებელი იყო ბრძოლის ასეთი ამორალური და ბინძური მეთოდები. ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ. გახსოვთ ალბათ ცოლი ქმარს არ ესაუბრებოდა, სანამ მობილურს არ დაშლიდნენ. აი, ეს არის მძიმე რეალობა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემოქმედება, რომელიც ძალიან მძიმე რეალობას ქმნის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

AutoPlay
"ნაციონალური მოძრაობა" არ არის პოპულარული პარტია, ვერცხლის მედლები, ეს მეორე ადგილი შეიძლება გადაფაროს სხვა პარტიების მიწებებამ "ქართულ ოცნებასთან" - რამაზ საყვარელიძე
13-09-2019
"ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი და ვარ იმისა, რომ ბიზნესმენები მიდიოდნენ პოლიტიკაში" - გიორგი ახვლედიანი
13-09-2019
"არც ჰეროიკულად ვუყურებ მამუკა ხაზარაძის შემოსვლას პოლიტიკაში და არ ვთვლი, რომ არჩევნებში პირველ, ან თუნდაც მეორე ადგილზე გავა" - დავით ბერძენიშვილი
13-09-2019
"360 გრადუსი": ახალი მთავრობის სხდომა, ხაზარაძის სკანდალური განცხადება
13-09-2019
მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რატომ არ წავიდა პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს
12-09-2019
აპირებთ თუ არა "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას? - მამუკა ხაზარაძის პასუხი
12-09-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები