ჭუბერის ცენტრში დროებითი ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება, ამის შესახებ განცხადება გზების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე გააკეთა. კობა გაბუნიას თქმით, სამუშაოს დაჩქარებისთვის მცირეგაბარიტიანი ტექნიკა მარცხენა სანაპიროზე უკვე გადაყვანილია. მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი და სამუშაოებს მოწვეული კომპანიები სრულად ჩაატარებენ. ჭუბერში სტიქიის შედეგად 4 ხიდი განადგურდა, რის გამოც ხეობა გარესამყაროს თითქმის სრულად მოწყდა. ასევე შეფერხებული იყო მოსახლეობის გადაადგილება და აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნიკის გადაყვანა.