ჭუბერის ხეობის ცენტრში დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დაბრუნების, საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტექნიკა მუშაობისა და გზის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები. ტერიტპრიაზე ასევე მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზეც. გუშინ, საღამოს საათებში შესაძლებელი გახდა ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისი სამსახურები წყლის დონის მომტებას არ პროგნოზირებენ.