ფრთოსანი მწერების ქვეკლასის წარმომადგენელი ფეხსახსრიანი ჭრიჭინა, ერთ-ერთი უძველესი მწერია, რომლის შორეული წინაპარი სულ მცირე 300 მლნ. წლის წინ, დინოზავრებამდე ბევრად ადრე ბინადრობდა დედამიწაზე, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და გაბარიტებით ბევრ თანამედროვე ფრინველსაც აღემატებოდა. ისტორიამდელი გიგანტური მწერის ფრთათშორისი განი ერთ მეტრს აღწევდა. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ინგლისურ ენაში დღემდე შემორჩენილია სახელწოდება Dragonfly, რაც თარგმანში "მფრინავ დრაკონს" ნიშნავს, ლათინურად კი, ჭრიჭინას Libella ანუ მცირე ზომის სასწორი ჰქვია, რადგან ფრენის დროს მისი ფრთები ძალიან ჰგავს სასწორის პინას.