ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა აღარ არის დაინტერესებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
"ჩვენ ამერიკის პრეზიდენტს აღარ მივცემთ საშუალებას არაფრის გამო იტრაბახოს", - აცხადებს კიმ კი გუანი. ცოტა ხნით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს სწრაფი ქმედებებისკენ მოუწოდა.
"თქვენ სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რომ შეთანხმება მოხდეს. შეხვედრამდე", - დაწერა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 2018 წლიდან მოყოლებული აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ.