"ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ ჰო აცხადებს, რომ ფხენიანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვისაც მზადაა და დაპირისპირებისთვისაც", - ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.
"თუკი შეერთებული შტატები ჯერი კიდევ ოცნებობს იმაზე, რომ სანქციებით რამეს მიაღწევს, ჩვენ მას ან ამ ოცნების გაგრძელების საშუალება უნდა მივცეთ, ან უნდა დავუშალოთ", - განაცხადა რი იონგ ჰომ.
მან აღნიშნა, რომ ჩრდილო კორეა მზადაა აშშ-სთან როგორც დიალოგისთვის, ასევე კონფრონტაციისთვის.
"აშშ შეეცდება სანქციებით დაგვიპირისპირდეს, ეს მისგან არასწორი გათვლა იქნება", - განაცხადა საგარეო მინისტრმა.
მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პომპეო აშშ-ჩრდილო კორეის მოლაპარაკებებს "ბნელ ჩრდილს" აყენებს.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი სტეფან ბიგანი ბირთვული განიარაღების საკითხის განსახილველად სამშაბათს სეულში ჩავიდა.