ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, აღნიშნული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მოსკოვში ვიზიტის შედეგად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეეცდება მხარდაჭერა მოიპოვოს ეკონომიკური გეგმების განხორციელებაში. როგორც ჩრდილოკორეიული მედია იტყობინება, შეხვედრა მალე შედგება, თუმცა, ზუსტი დრო და ადგილი უცნობია. თავის მხრივ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი და კიმ ჩენ ინი აპრილის ბოლოს შეხვდებიან ერთმანეთს.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თებერვლის ბოლოს ვიეტნამის დედაქალაქში შეხვედრა გამართეს, თუმცა იგი შეთანხმების გარეშე დასრულდა. საუბარი იყო კორეის ნახევრაკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე.