ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში გაემგზავრა. იგი ტრადიციულად რუსეთისკენ კერძო მატარებლით დაიძრა. გამგზავრების კადრები ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
როგორც ცნობილია, მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე. კიმ ჩენ ინი რუსეთში კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტნს შეხვდება. შევხედრა საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში ხუთშაბათს გაიმართება. განხილვის თემა სავარაუდოდ ფხენიანის ბირთვული პროგრამა იქნება.
შეგახსენებთ, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინი თებერვლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.