ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯისთვის განკუთვნილი 318 ადგილი აღმოაჩინეს. შესაბამისი ანგარიში სამხრეთ კორეის არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. უფლებათდამცველი ორგანიზაციის თანამშრომელთა განმარტებით მათ უკანასკენლი 4 წლის განმავლობაში ჩრდიოლოეთ კორეიდან გაქცეულ 610 ადამიანთან ჩაატარეს ინტერვიუ.
ანგარიშის თანახმად, ხშირ შემთხვევაში სიკვდილით დასჯისთვის ადგილები მდინარის ნაპირას, მინდვრებში, ბაზრების, სკოლებისა და მოედნების სიახლოვეს არის გამოყოფილი.
უფლებათდამცველი ორგანიზაციის წევრების განმარტებით სიკვდილით დასჯის სანახავად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში 1000-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. როგორც წესი, პროცესს აუცილებლად უნდა დაესწრონ იმ ადამიანის ოჯახის წევრები რომლებსაც სიკვდილით სჯიან. ანგარიშის თანახმად ჩრდილოეთ კორეაში ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირებულა, როდესაც დასჯის პროცესს 7 წლის ბავშვიც ესწრებოდა. როგორც წესი, ოჯახის წევრებს მოკლული ადამიანის ცხედარს არ უბრუნებენ და არც მისი დაკრძალვის ადგილს ატყობინებენ.