ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, კიმ სუნ მეორის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური შოუ, აშშ-ზე იმიტირებული თავდასხმით დასრულდა. კონცერტის ბოლოს, კადრებში გამოჩნდა, თუ როგორ ისვრიან ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტებს, როგორ იბომბება აშშ და იწვის შეერთებული შტატების დროშა. კონცერტი ფხენიანში, სამხედრო აღლუმის ჩატარებიდან ერთი დღის შემდეგ გაიმართა და მას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა.