ჩრდილოეთ კორეაში პოპულარული სამხრეთკორეული ბენდის, BTS-ის მოსმენის გამო ერთი კაცი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჰესანში მცხოვრები ყოფილ სამხედროს ორი მეხსიერების ბარათი უპოვეს, რომლებზეც BTS-ის სიმღერები და სამხრეთკორეული სერიალები, მათ შორის Marry Me Now-ს ეპიზოდები იყო ჩაწერილი.ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთკორეული ხელოვნება კანონითაა აკრძალული. ხელისუფლების მოსაზრებით, უცხოური ფილმები, ვიდეოები და მუსიკა მოქალაქეებს სისტემის წინააღმდეგ განაწყობს.