ბიბლია ქრისტიანული და იუდაისტური წმინდა წიგნების კრებულია, რომელიც ძველი და ახალი აღთქმისგან შედგება. თუმცა ქრისტიანები თუ ბიბლიის ორივე ნაწილს აღიარებენ, იუდაიზმი მხოლოდ ძველ აღთქმას ცნობს, რომლის დიდი ნაწილიც ძველ ებრაულ ენაზეა დაწერილი.ბიბლია ყველა დროის ყველაზე პოპულარული წიგნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის შესახებ ყველაფერი ვიცით. მაგალითად, გაგიკვირდებათ და, ჩრდილოეთ კორეაში ბიბლიის კითხვა და პორნოგრაფიის კითხვა ერთნაირი სიმძიმის დანაშაულებია.