ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ ფოტომასალა გაავრცელა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გამოცდის შედეგებს ეცნობა.გავრცელებული ცნობით, ოფიციალური ფხენიანი წყალბადის ბომბის კონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტაში მოთავსებას გეგმავს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ფხენიანის ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და ბომბი სრულყოფილია.