ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის გაფრთხილების მიუხედავად მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. უცხოური მედიის ცნობით, რაკეტა საპორტო ქალაქ სინპოდან გაუშვეს, რომელმაც დაახლოებით 60 კილომეტრი იფრინა. ქალაქ სინპოში, ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავების ბაზა მდებარეობს. ოფიციალურმა ფხენიანმა მორიგი რაკეტა, აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ გამოსცადა. მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგასთან ერთად, სწორედ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის საკითხებს განიხილავენ.