ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ეს უკვე რაკეტების გაშვების მე-5 შემთხვევაა. სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, რაკეტები ქალაქ ჰამჰიონიდან აფრინდა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ რაკეტების გაშვებას წინ უძღვოდა სამხრეთ კორეაში აშშ-სთან ყოველწლიური ერთობლივი სამხრედრო წვრთნების დაწყება, რასაც ჩრდილოეთ კორეა მკაცრად აკრიტიკებს.