ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო თანამეგობრობის გაფრთხილების მიუხედავად მორიგი რაკეტები გამოსცადა. იაპონიის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით, ოფიციალურმა ფხენიანმა რამდენიმე რაკეტა გამოსცადა, რომელთა ტიპიც ამ დრომდე უცნობია. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით რაკეტების გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. პარალელურად ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიით განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალურ ფხენიანს აშშ-ის სანქციების არ ეშინია და ბირთვულ სარაკეტო პროგრამებზე მუშაობას გააგრძელებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე დღის წინ დააანონსა.