ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციით, მის მიერ შეერთებული შტატებისთვის მიცემული ვადა, რომ შეცვალოს "მტრული პოლიტიკა", იწურება და ახლა ვაშინგტონმა უნდა გადაწყვიტოს რა "საშობაო საჩუქარი" უნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკასთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, რომ ვაშინგტონის მიერ დიალოგისკენ მოწოდება "სხვა არაფერია თუ არა სულელური ოინი, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია ამერიკის არჩევნებისთვის".
"ერთადერთი რაც დარჩა არის ის, რომ ამერიკამ შეარჩიოს საშობაო საჩუქარი, რომელიც სურს, ჩვენგან მიიღოს", - განაცხადა სონგმა.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ, რამდენიმე დღის წინ, როდესაც სამყაროს ნაწილი მადლიერების დღეს აღნიშნავდა, ზღვის მიმართულებით რამოდენიმე რაკეტა გაუშვა. ზოგიერთი მედია საშუალება აღნიშნულს "მადლიერების დღის საჩუქრად" მოიხსენიებდა.