ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან ერთად შექმნილ სამეკავშირეო ოფისს ტოვებს. აღნიშნული ოფისის გახსნის მიზანი ორ კორეას შორის ურთიერთობის დათბობა იყო, თუმცა, როგორც სეულში აცხადებენ, მათ უკვე დაუკავშირდნენ ჩრდილოეთ კორეიდან და აცნობეს, რომ ისინი დღის ბოლომდე ოფისს დატოვებენ. სამეკავშირეო ოფისი ჩრდილოეთ კორეის მხარეს მილიტარიზებულ საზღვართან მდებარეობს. იგი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლების კომუნიკაციის ადგილი იყო. თუმცა, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მას შემდეგ აღარ შემდგარა, რაც გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.