ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის განცხადებით, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს. როგორც კორეის სახალხო არმიის გენშტაბის წარმომადგენელმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის პასუხი იქნება პრევენციული დარტყმა ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერიდან. ტელეარხი NBC აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოფიციალური ფხენიანის მიერ რიგით მეექვსე ბირთვული იარაღის გამოცდის შემთხვევაში, აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმა განახორციელოს.