ჩრდილოელი ჰასკი საუკეთესო მტკიცებულებაა მეცნიერების მოსაზრებისა, რომ ძაღლის წინაპარი ოდესღაც მგელს ენათესავებოდა. თავისუფლებისმოყვარე, ამაყი მტაცებლის მეამბოხე სისხლი ჰასკის დღემდე უდუღს, რაც არა მხოლოდ მის გარეგნობაში, არამედ ხასიათსა და ჩვევებშიც აშკარად გამოიხატება.
მართალია, ცხოველის კრისტალურად სუფთა ცისფერი თვალები და საოცარი მომხიბვლელობა არავის ტოვებს გულგრილს, მაგრამ მხოლოდ გამოცდილმა კინოლოგებმა იციან, როგორი თავნება და ხშირად უმართავია სინადვილეში ჰასკი.