ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია. ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად ჩამოვიდა. თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს ნატო-ს დელეგაცია ეწვია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ნატო-ს გენერალურ მდივანს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საპატიო ყარაულით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.