ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ კვლავ დაბრუნებას ოპოზიციურ პარტიებში ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ექს-პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება , ადასტურებს, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია. თუმცა მათივე შეფასებით, ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური სტატუსით დაბრუნება პარტიაში არსებული კრიზისის გამო უფრო გადაწყვიტა ვიდრე ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის გამო.