ჩორჩანას მიმდებარედ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებების და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ გაკეთა. როგორც ანთაძე აღნიშნავს, ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო პოსტი კეთდება, სტანდარტული პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით. ამასთან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარე მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფება პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.