ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.