ჩოხატაურის ცენტრში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მუსლიმი თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ადგილობრივების ინფორმაიცით, ისინი მერიასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
შეკრებილები მხარეებს შორის კიდევ ერთ შეხვედრას მოითხოვენ.
რაც შეეხება წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ თემთან შეხვედრა გვიან ღამით შეთანხმებით დასრულდა.
როგორც ადგიულობრივი ხელისუფლება აცხადებს, სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ.ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონოდათ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.